კვლევა პროფესიული განათლების რეფორმის შესახებ

პროფესიული განათლების რეფორმის შესახებ კვლევის ავტორების განცხადებით, მთავრობისთვის მთავარ გამოწვევას, პროფესიულ განათლებაში მეტი სტუდენტის მოზიდვა და მეტი დამსაქმებლის დაინტერესება წარმოადგენს.

კვლევა პროექტ რეფორმეტრის ავტორობით ჩატარდა და 2013-დან 2017 წლამდე პერიოდს მოიცავს. გამოიკვეთა, რომ პროფესიული განათლების სასწავლებლები საქართველოს ყველა რეგიონშია წარმოდგენილი, რომელთაგან 65 % კერძო, ხოლო 35% საჯარო სასწავლებელია.

2017 წელს ყველაზე მოთხოვნადი სპეციალობა საჯარო სასწავლებლებში ინჟინერიის მიმართულება, ხოლო კერძო სასწავლებლებში ჯანდაცვა იყო.

განათლების მინისტრის მოადგილე გაწეულ რეფორმებს დადებითად აფასებს და ახალ გამოწვევებზეც საუბრობს. ქეთევან ნატრიაშვილის განცხადებით, სტუდენტების და დამსაქმებლების პროფესიულ განათლებაში მოზიდვის კუთხით მეტი პიარ-კამპანიის ჩატარება იგეგმება, ასევე დაგეგმილია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაც.