კვლავ უცნობია, რამდენ ლოკაციაზე გაიმართება არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია

რამდენ ლოკაციაზე გაიმართება არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია – ეს ჯერ უცნობია. ამ ეტაპზე სცენარის საბოლოო ვარიანტზე მუშაობა მიმდინარეობს. პრეზიდენტის ინაუგურაციის საკითხზე შექმნილი კომისიის თავმჯდომარე კახი კახიშვილი აცხადებს, რომ  მომავალი კვირის დასაწყისში საგარეო საქმეთა სამინისტროს უცხოური დელეგაციების შესახებ უკვე ექნება ინფორმაცია.

პარალელურად, მუშავდება სცენარი და განიხილება რამდენიმე ლოკაცია, მათ შორის თელავი და წინანდალი. ინაუგურაცია იქნება ლამაზი, მაგრამ არა პომპეზური. კონკრეტულად ფიცის დადების ცერემონია კი თელავში გაიმართება.