კვლავ უცნობია, რა ეტაპზეა გამოძიება ბათუმის სასტუმროში გაჩენილი ხანძრის ფაქტზე - რა ვერსიები ვრცელდება ხანძრის გამომწვევი მიზეზების შესახებ

ბათუმში მომხდარი ტრაგედიის ადგილზე, სადაც ხანძარს წუხელ 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ამ წუთამდე რჩებიან სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები. ჯერჯერობით ისევ უცნობია, რა ეტაპზეა გამოძიება. ახალი დეტალები ამ დრომდე არ გავრცელებულა. თუმცა, ვრცელდება ვერსიები ხანძრის გამომწვევი მიზეზების შესახებ.

ერთ-ერთი შეკითხვა უსაფრთხოების სისტემის გაუმართაობას ეხება. აჭარის მთავრობის მეთაურმა დაადასტურა, რომ რამდენიმე თვის წინ სახანძრო სისტემის გაუმართაობის გამო სასტუმროს ფინანსური სანქცია დაეკისრა.

მომხდარის დროს დაშავდნენ საქართველოს, თურქეთისა და ისრაელის მოქალაქეები, მათ შორის რამდენიმე მაშველი. ინტოქსიკაციით, დამწვრობითა და მოტეხილობებით პაციენტები მკურნალობის კურსს ამ წუთისთვის ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში და მედცენტრში გადიან. ცოტა ხნის წინ 8 დაშავებული, რომელებიც ჯერ არ გაუწერიათ, ჯანდაცვის მინისტრმა მოინახულა. ბათუმში ჩავიდა დღეს კათოლიკოს-პატრიარქი.

მერაბ წულუკიძეა ბოლო ინფორმაციით ბათუმიდან.