კვიპროსში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

21:20, 28.01.2018

კვიპროსზე ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. ეგზიტპოლების მონაცემებით, ამომრჩეველთა ხმების 42%-ით ლიდერობს კვიპროსის მოქმედი ლიდერი ნიკოს ანასტასიადისი, ხოლო მეორე ადგილზე მემარცხენე სტავროს მალასია. მას არჩევნებში მონაწილეთა 31%-მა მისცა ხმა. სწორედ ეს ორი კანდიდატი დაუპირისპირდება ერთმანეთს მეორე ტურში.

ცესკო-ს პირველი წინასწარი მონაცემები ხვალ გახდება ცნობილი. მეორე ტური კი 4 თებერვალს გაიმართება.

მსგავსი