კვეტერის ციხე - ვიზიტორებისთვის საინტერესო ადგილი

კახეთში, ახმეტიდან 12 კილომეტრში, მდინარე ილტოს ხეობაში, X-XI საუკუნეების კვეტერის უნიკალური ციხე-ქალაქი მდებარეობს.

მისი ისტორიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, ეს ვიზიტორებისთვის საინტერესო ადგილია. ევროკავშირის დაფინანსებით და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, ციხე-ქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე გასული წლის გაზაფხულიდან ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა თავად კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლი სავალალო მდგომარეობაშია. საერისთაოს კარის გუმბათოვანი ეკლესიის სახურავი დაზიანებულია, დანგრევის პირასაა ციტადელი. საკითხზე ძეგლთა დაცვის სააგენტომ კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

კვეტერის ისტორიული ციხე-ქალაქის, როგორც ღვინის, ეთნო და ეკო ტურიზმის პოტენციური ცენტრის შესახებ – ჟანა დიდებაშვილის და ზვიად ყარაულაშვილის რეპორტაჟი