კვებითი ინტოქსიკაციის ახალი შემთხვევები
ინფექციურ საავადმყოფოში ღამით კიდევ 4 პაციენტი მოათავსეს. როგორც თავად ყვებიან, ინფექციის მიზეზი მათ შემთხვევაშიც კარფურში შეძენილი სენდვიჩი გახდა. ერთი დღით ადრე ამ ობიექტში შეძენილი სენდვიჩებით 16 ადამიანი მოიწამლა.
სურსათის უვნებლობის სამსახურს კარფურის საწარმოში ლაბორატორიული კვლევები ჯერ არ დაუსრულებია, თუმცა აღნიშნული სენდვიჩების დამზადება უწყების მოთხოვნით შეჩერებულია. კვლევამ ასევე უნდა დაადგინოს, რა გზით მოხვდა საშიში ინფექცია მზა პროდუქტში.
ნათია ქენქაძე მუშაობს თემაზე.