კვარტეტ „რანინას“ დოკუმენტური ფილმი

ქართულ მრავალხმიან მუსიკას და ფოლკლორულ მემკვიდრეობას ამერიკელი მსმენელიც ეცნობა.

მზად არის კვარტეტრანინას“ შესახებ მომზადებული დოკუმენტური ფილმი, რომელიც აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკის „იუთუბ“-არხზე უკვე ხელმისაწვდომია. ფილმი კონცერტების სერიას მოიცავს, კვარტეტის შემოქმედებას კი მაყურებელს ამერიკელი პროდიუსერი და ქართული ფოლკლორით დაინტერესებული მუსიკოსი აცნობს, რომელიც ფილმში მთხრობელია.

ამერიკის კონგრესის ბიბლიოთეკის „იუთუბ“-არხზე კონცერტების სერიას ის მსმენელი გაეცნობა, ვისთვისაც აქამდე ქართული მრავალხმიანობა ცნობილი არ იყო. 30 წუთიანი ვიდეო რგოლის ერთ-ერთი მთავარი თემა მუსიკასთან ერთად ერთად ვაზი და ქართული მეღვინეობაა.