კუსტარული ლაბორატორია
სამართალდამცველებმა მისაქციელში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ნარკოტიკების დასამზადებელი კუსტარული ლაბორატორია აღმოაჩინეს. ამოღებულია იქვე დამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები – „ალფა-პვპ“, „მეფედრონი“ და „კლეფედრონი“, როგორც კრისტალის, ასევე სითხის სახით.
გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით, ბრალდებულები ნარკოტიკების რეალიზაციას სხვადასხვა მეთოდით ახდენდნენ. აღსანიშნავია, რომ „კლეფედრონი“ წარმოადგენს განსაკუთრებით საშიშ ნარკოტიკულ ნივთიერებას, რომლის მოხმარებაც ხშირ შემთხვევაში ლეტალურ შედეგს იწვევს. დაკავებულია ორი პირი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 266-ე და 260 -ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.