ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში კურსდამთავრებულთა მეორე გამოსაშვები ცერემონია გაიმართა. სტუდენტები, სასწავლო პროცესის პარალელურად, მონაწილეობენ ტექნოლოგიების საერთაშორისო გლობალურ ცენტრებში გამართულ კონფერენციებში. აღინიშნა, რომ უნივერსიტეტი მუდმივად ორიენტირებულია მაღალი ხარისხის ევროპული განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე, ინფრასტრუქტურისა და აკადემიური გარემოს გაუმჯობესებაზე. ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა, ასევე, მისი საუნივერსიტეტო კამპუსია.