კურსდამთავრებულთა მარში

თსუ მეორე კორპუსიდან ბრიტანული სასწავლებლების კურსდამთავრებულებისა და შვედეთის სასწავლებლების კურსდამთავრებულების მარში გაიმართა. ასევე ექვს საათზე დაიწყო თსუ-ს პირველი კორპუსიდან ამერიკის შეერთებული შტატების სასწავლებლების კურსდამთავრებულთა მარშიც. მათი ძირითადი მოთხოვნები უცვლელია. გათავისუფლდნენ პატიმრები, დაინიშნოს ხელახალი არჩევნები. ასევე მათი მოთხოვნაა ძალის გადამეტების ყოველი შემთხვევა საპროტესტო აქციის მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ იქნას სასწრაფოდ გამოძიებული და დამნაშავეები უმკაცრესად დაისაჯონ