კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონია

18:55, 21.10.2026

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების, 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონია გაიმართა. წელს კომპიუტერული მეცნიერების, მათემატიკისა და მენეჯმენტის სკოლები 270-მდე სტუდენტმა დაასრულა. სამივე საბაკალავრო პროგრამა ქუთაისის უნივერსიტეტის სტრატეგიულ პარტნიორთან, მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად არის შემუშავებული. პირველი კურსდამთავრებულები ჰყავს ორ სამაგისტრო პროგრამას – „ფინანსები და ინფორმაციის მენეჯმენტი“ (FIM) და „ინტელექტუალური საკუთრება, ინოვაციები და მეწარმეობა“.

მსგავსი