კურორტი ნუნისი დახმარების მოლოდინში

21:01, 30.11.2025

სოფელი დიდი ისტორიით, ზღვის დონიდან 750 მეტრზე, ბორჯომ-ხარაგაულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს, ნუნისის გამორჩეული ბუნება, უნიკალური მიკროკლიმატი და განსაკუთრებული სამკურნალო თვისებების გოგირდოვანი წყალი – კარგი დასვენებისთვის ყველა პირობას ქმნის. სოფელი, რომლის განსაკუთრებულობაც ვახუშტი ბატონიშვილის წყაროებშია ნახსენები, ისტორიული ძეგლები კი IX-X საუკუნეებით თარიღდება, თანამედროვეობაში მოსახლეობისაგან დაცლის საფრთხის წინაშეა, დარჩენილების ყოველდღიურობას კი მძიმე სოციალური პირობები ართულებს. სოფელში, სადაც კურორტი ჯერ კიდევ 1856 წლიდან არსებობს, არ არის ბუნებრივი აირი, ინტერნეტი, საჭირო ინფრასტრუქტურა, მთავარი გამოწვევა კი უმუშევრობაა. იმის მიუხედავად, რომ ნუნუისში მიწა მოსავლიანია, სოფლის მეურნეობით მიღებული შემოსავალი საჭირო ხარჯებს ვერ უზრუნველყოფს. ამ გამორჩეული სოფლის პოტენციალის გამოყენებას კი სახელმწიფოს ხელშეწყობა და ადგილობრივების მოტივაციის წახალისება სჭირდება.

ანა ნოდიასა და კაკო გურგენიშვილის რეპორტაჟი ნუნისიდან #მოამბერეგიონები  

მსგავსი