კურორტი გოდერძი ტურისტების მისაღებად მზად არის

კურორტი გოდერძი ტურისტების მისაღებად მზად არის. ადგილზე ლაუნჯი, სათხილამურო აკადემია და კვების ობიექტები მოეწყო. მშენებლობის პროცესში 150 ადამიანი იყო დასაქმებული, ოპერირებისას კი კიდევ 25 სამუშაო ადგილი შეიქმნება.

ინვესტიცია ოთხი მილიონი ლარია. პროექტი „ხიდი 2006“ -მა განახორციელა. ასევე განახლდა კურორტზე არსებული ექვსი კოტეჯი და ერთი სასტუმროც, სადაც ჯამში 63 ნომერი მოეწყო. ინვესტიცია ამ შემთხვევაში ორი მილიონი ლარია.