სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით სპორტის სასახლესთან კურიერები შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეებმა თავდაპირველად ხელმოწერები შეაგროვეს, რის შემდეგაც მსვლელობა დაიწყეს. კურიერები ჯერ პარლამენტის მიმდებარედ გაჩერდნენ, რის შემდეგაც მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს. მათ კანცელარიაში განცხადება შეიტანეს და მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესებაში ხელისუფლების ჩართვა მოითხოვეს.