კუპრავას სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლოში „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელის, ზვიად კუპრავას საქმეზე მორიგი პროცესი გაიმართა.

სხდომა ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვით გაგრძელდა. საპატრულო პოლიციის ერთმა თანამშრომელმა და მანდატურის სამსახურის სამმა თანამშრომელმა სასამართლოს სასადილოში მომხდარ ინციდენტზე ილაპარაკეს. კუპრავას ადვოკატის განცხადებით, მოწმეთა ჩვენებები ურთიერთგამომრიცხავი იყო, რაც დაცვის მხარისთვის ეჭვებს აჩენს. პროკურორის განცხადებით კი, მოწმეებმა ბრალდებულის მხრიდან მოსამართლის მიმართ შეურაცხმყოფელი ფრაზების წარმოთქმის ფაქტი დაადასტურეს. „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი, ზვიად კუპრავა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე 24 თებერვალს დააკავეს.