კუპრავას დაკავება – უსაფრთხოების სამსახურის განცხადება

18:10, 01.10.2025

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ თბილისის საკრებულოს დეპუტატი, ზვიად კუპრავა დააკავა.

როგორც სუს-ის ბრიფინგზე გახდა ცნობილი, კუპრავას დაკავება, არჩევნების ჩაშლასთან დაკავშირებით, მის მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვას უკავშირდება. როგორც სუს-ში განაცხადეს, კუპრავამ ჩაიდინა ქმედება, რაც სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნო მოწოდებას და ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით წინააღმდეგობას გულისხმობს.

მსგავსი