კულტურული მემკვიდრეობის მდგომარეობა და სახელმწიფო პოლიტიკა
18:45, 19.04.2022
კულტურული მემკვიდრეობა და სახელმწიფო პოლიტიკა – თემაზე დისკუსია გაიმართა „ღია საზოგადოების“ ფონდში. ღონისძიების მონაწილეებმა განიხილეს განაშენიანების საკითხი და ამასთან დაკავშირებული ხარვეზები. ისაუბრეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელობასა და ამ პროცესში მოქალაქეების როლზე.