კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანება

შუა საუკუნეების დროინდელი ტაძრის ტერიტორიაზე დაწყებული სამუშაოები დავის საგანი ხდება.

საუბარია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზღუდერში მდებარე უძველეს სამნავიან ბაზილიკაზე, რომლისგანაც კედლების და ბურჯების ფრაგმენტები შემორჩენილი იყო. თუმცა ამ დროისთვის ეს ნანგრევებიც დაშლილია – ადგილზე ახალი ტაძრის მშენებლობა მიმდინარეობს. სასულიერო პირების თქმით, მშენებლობა ისტორიული სიძველეების და ნანგრევების გამოყენებით წარიმართება და ტაძარი ძველი სახით აღდგება. თუმცა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტო მიმდინარე სამუშაოებს თვითნებურად აცხადებს და ისტორიული ძეგლის თვითნებურ დაზიანებაზე საუბრობს. ირკვევა, რომ მანამდე რუის-ურბნისის ეპარქიასა და სააგენტოს შორის კომუნიკაციაც შედგა, თუმცა საპროექტო დოკუმენტაციაზე შეთანხმება ვერ შედგა. სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფი ზღუდერში დღესაც ჩავიდა და ცოტა ხნის წინ შეჩერებული და მაინც განახლებული სამუშაოები კიდევ ერთხელ შეაჩერა.