კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ინვენტარიზაციის საპილოტე პროექტი

18:43, 22.10.2026

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ინვენტარიზაციის საპილოტე პროექტი განახორციელა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ. მიზანია არსებული სააღრიცხვო მონაცემების გადამოწმება და განახლება, ძეგლების ზუსტი კოორდინატების განსაზღვრა, ფიზიკური მდგომარეობის შეფასება და კომპლექსური ძეგლებისთვის საზღვრების დადგენა. სამუშაოების შედეგად მონაცემები განახლდა 447 ობიექტსა და ძეგლზე, გამოვლინდა და მონაცემთა ბაზას დაემატა კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული 190 ახალი ობიექტი.

მსგავსი