კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს განცხადება
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სიცრუის კამპანია იქამდე მივიდა, რომ წვიმიან ამინდში გადაღებული გარე ტერიტორია შიდა სივრცედ იქნა წარმოჩენილი და შემდგომ „წუხილით“ აღნიშნული, რომ დროებითი გადახურვის კონსტრუქცია კომპლექსს ვერ იცავს. მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის რეკომენდაციით, მსოფლიოში მოწინავე გერმანული კომპანიის „ლეიერისა“ და ქართველი არქიტექტორების ერთობლივი მუშაობის შედეგად სამონასტრო კომპლექსის მთავარი ტაძარი უნიკალური საინჟინრო კონსტრუქციის მქონე დროებითი სახურავითაა აღჭურვილი, რაც ძეგლს ატმოსფერული ნალექებისგან სრულად იცავს. დაცულია ტაძრის მხატვრობა და უნიკალური მოზაიკა. ტაძრის მუდმივი გადახურვის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. 2027 წლის ბოლოს დროებითი სახურავი მოიხსნება. ტაძრის შიდა და არა გარე სივრცე სრულად არის და იქნება დაცული ყველა ტიპის ნალექისგან“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.