კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს განცხადება
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო, ბოლნისის სიონში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ბოლნისის სიონის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაკვეთითა და კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული შესაბამისი ნებართვის საფუძველზე, – ამის შესახებ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი. სააგენტოს ცნობით, მიმდინარე სამუშაოები მოიცავს, მათ შორის, ტაძრის ინტერიერში 1970-იან წლებში მოწყობილი ბაზალტის იატაკის დემონტაჟს, რომელიც განთავსებულია ბეტონის დუღაბზე. სამუშაოები მიმდინარეობს არქეოლოგისა და დარგის შესაბამისი სპეციალისტების მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ, პროცესის თითოეული ეტაპის დოკუმენტირებითა და კონტროლით“, – აღნიშნულია განცხადებაში.