კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს განცხადება

12:28, 30.03.2025

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სვეტიცხოვლის ტაძარში მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ტაძარში წყლის ინფილტრაციის შედეგების აღმოსაფხვრელი სამუშაოები მიმდინარეობს. „ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთით აიგო ხარაჩო, გაკეთდა ბაქანი, რომელიც სპეციალისტებს საშუალებას აძლევს, ჩაატარონ გაწმენდითი სამუშაოები. ბიოციდის ხსნარით მუშავდება ლორფინები და საბურველი, რის შემდეგაც საბურველი ლიქენებისგანაც გაიწმინდება“ – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

სამუშაოების აუცილებლობა 22 მარტს მოსულმა უხვი ნალექმა განაპირობა.

მსგავსი