ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზღუდერში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანების შესახებ განცხადება გააკეთა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა. თეა ონიანმა თქმით, სააგენტო ფაქტის შესახებ ინფორმირებული ჯერ კიდევ ერთი წლის წინ იყო და მყისიერად მიმართა რუის-ურბნისის ეპარქიას პროცესის კანონთან შესაბამისობაში მოყვანის თხოვნით. მისივე ინფორმაციით, ამის შემდეგ იყო მცდელობა რომ სააგენტოსთან შეთანხმებულიყო სამუშაოების პროექტი, თუმცა მისი კანონთან შეუსაბამობის გამო ვერ მოხერხდა. ამჯერად ძეგლზე მივლინებულია მონიტორინგის ჯგუფი , რომელიც დაადგენს და აღწერს დაზიანებების სიმძიმეს, რის შემდეგაც სააგენტოს შესაძლებლობა ექნება მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები.