კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადება

12:26, 09.07.2026

უშგულში, ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე მიმდინარე კელიების სამშენებლო სამუშაოებზე ნებართვა გაცემული არ არის, – განცხადებას ავრცელებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო. მათივე ცნობით, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ნებისმიერი სახის სამშენებლო, სარეაბილიტაციო ან სხვა ტიპის ჩარევა სააგენტოსთან წინასწარ შეთანხმებას და დადგენილი პროცედურების გავლას საჭიროებს. „საკითხის შესწავლის მიზნით, სააგენტო შესაბამის ღონისძიებებს ატარებს. კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შემდეგ, საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მიეწოდება“, – აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ მანამდე ერთ-ერთმა ონლაინ გამოცემამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ადგილზე თანამედროვე სამშენებლო მასალით სატრაპეზოები შენდებოდა.

მსგავსი