კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადება 

ქარელში სოფელ ზღუდერში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე მიმდინარე სამუშაოები შეჩერებულია. დაზიანების შესასწავლად ადგილზე ჩავიდა სპეციალური ჯგუფი. მათ უნდა დაადგინონ რა ზარალი გამოიწვია თვითნებურად დაწყებულმა სამუშაოებმა. საუბარია მე-5 მე-6 საუკუნის ტაძრის შემორჩენილ ფრაგმენტზე, რომელზეც კულტურული მემკვიდრეების დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მათთან შეუთანხმებლად მოხდა მშენებლობა. ოფიციალური ინფორმაციით მათ რუის ურბნისის ეპარქია ერთი წლის წინ გააფრთხილეს, თუმცა დროებით შეჩერებული სამუშაოები მაინც განახლდა უნებართვოდ. ამჯერად ძეგლზე მივლინებულია მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც დაადგენს და აღწერს დაზიანებების სიმძიმეს, რის შემდეგაც სააგენტოს შესაძლებლობა ექნება მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები.