კულტურისა და სპორტის სამინისტროებმა, შესაძლოა, ფუნქციონირება ისევ ძველ შენობებში განაგრძონ

გაერთიანების შემდეგაც, კულტურისა და სპორტის სამინისტროებმა, შესაძლოა, ფუნქციონირება ისევ ძველ შენობებში განაგრძონ.

მიმდინარე სტრუქტურული ცვლილებების შესახებ მიხეილ გიორგაძემ განმარტება კიდევ ერთხელ გააკეთა. მინისტრის განცხადებით, უწყებებში ხარჯების დაზოგვა მოხდება, თუმცა ეს მნიშვნელოვან პროექტებს არ შეეხება.

შეგახსენებთ, რომ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის ნაწილი კულტურის სამინისტროსთან გაერთიანდა.