კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა თეატრალური უნივერსიტეტის წინ ბრიფინგი გამართეს.
შეკრებილებმა სოლიდარობა გამოუცხადეს თეატრალური უნივერსიტეტის გაფიცულ სტუდენტებს და მხარდაჭერა აღუთქვეს. ბრიფინგზე გამომსვლელებმა ბათუმის დრამატული თეატრის ხელმძღვანელის, ნუკრი ქანთარიას გადადგომა მოითხოვეს. ასევე საზოგადოებას გააცნეს ინფორმაცია, რომ დაკითხვაზე დაბარების შემთხვევაში ცხელი ხაზით სარგებლობა შეეძლებათ და ყველანაირი დახმარება აღუთქვეს. ასევე ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე გამოკითხვაზე დაიბარეს მსახიობი სანდრო სამხარაძე. მიმდინარე გეგმებსა და სიახლეებზე, სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები განცხადებებს ეტაპობრივად გააკეთებენ.