კულტურის სფეროს წარმომადგენლების დაჯილდოება

საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, კულტურის სფეროს წარმომადგენლები საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით, ბრწყინვალებისა და ღირსების ორდენებით დააჯილდოვა. ლაურეატებს სახელმწიფო ჯილდოები კულტურის სფეროში გამორჩეული მიღწევისთვის და საქართველოსთვის გაწეული აღმატებული ღვაწლისთვის, ასევე კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცათ.

პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ღონისძიებას ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი, კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე და კულტურის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ. დამსწრეებს სიტყვით პრეზიდენტმა, ასევე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიმართეს.