კულტურის სფეროს 30-მა წარმომადგენელმა დღეს ბრწყინვალებისა და ღირსების მედლები მიიღო.
დაჯილდოვდნენ რეჟისორები, მუსიკოსები, სხვადასხვა ანსამბლის ხელმძღვანელები, საოპერო და საგუნდო ხელოვნების წარმომადგენლები და სახელოვნებო სფეროში მოღვაწე პირები. დაჯილდოებულებს შორისაა საქართველოს პირველი არხის სამეურვეო საბჭოს წევრიც. სახელმწიფო ჯილდოები გამორჩეული მიღწევებისა და კულტურის სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გაიცა.
ლაურეატებს ხელისუფლების პირველმა პირებმა მიმართეს.