კულტურის სფეროს წარმომადგენელთა საპროტესტიო აქცია

ამ წუთებში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის შენობასთან საპროტესტო აქცია იმართება. ადგილზე კულტურის სფეროს წარმომადგენლები იმყოფებიან, რომლებმაც საპროტესტო მსვლელობა გამართეს ქალაქის მასშტაბით. მათ მოქალაქეების წინააღმდეგ სამართალდამცავების მხრიდან ძალადობა პოლიციის შენობებთან გააპროტესტეს. არსებული ინფორმაციით, მაუწყებელთან შეკრებას აპირებენ არქიტექტორებიც, რომლებმაც საპროტესტო აქცია თბილის მერიასთან მოაწყვეს. 19 საათზე ასევე დაანონსებულია მოქალაქეთა ჯგუფის აქციაც.

სახელოვნებო სფეროს წარმომდგენლების აქციას თამარ ჯალაღონია აშუქებს პირდაპირ ეთერში.