კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსი

კულტურის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, კულტურის სამინისტრომ სამი კონკურსი გამოაცხადა. „ახალი ქართული წიგნი – მწერლების ხელშეწყობისთვის“, „ქართული კარიკატურის ხელშეწყობა“ და „თბილისსა და რეგიონებში კლასიკური მუსიკის კონცერტებისა და საბალეტო წარმოდგენების ხელშეწყობისთვის“.

სამივე კონკურსი სამინისტროს მიერ შარშან გამოცხადდა, თუმცა წელს გაზრდილია პროექტებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი. თითოეულ კონკურსში გამარჯვებული პროექტების ვინაობა მაისში იქნება ცნობილი და სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გასაჯაროვდება.

დატოვე კომენტარი