კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილება

ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს 1746 კვ. მ. ფართი გადასცა კულტურის სამინისტრომ.

პეტრიაშვილის #7-ში მდებარე შენობა სარემონტო სამუშაოებს საჭიროებს. სამუშაოები სავარაუდოდ, მომავალი წლის მარტისთვის დასრულდება.

ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი 142 წლისაა.

ღონისძიების ბოლოს თარიღის აღსანიშნავად, მინისტრმა და მისმა პირველმა მოადგილემ თეატრის დასის წევრებთან ერთად, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.