კულტურის სამინისტროს ახალი კონკურსები

კულტურის სამინისტრომ ხუთი კონკურსი გამოაცხადა. „ქალი რეჟისორების მხარდაჭერა“ და “ქართული დრამატურგიის განვითარების ხელშეწყობა” წელს პირველად ჩატარდება.

გარდა ამისა, კონკურსები გამოცხადდა საბავშვო მუსიკალური წარმოდგენების მიმართულებით, ინკლუზიური სახელოვნებო პროექტების ხელშეწყობისთვის და საერთაშორისო ფესტივალებისა და მასტერკლასების პოპულარიზაციისთვის. განაცხადები დღეიდან 5 აპრილის ჩათვლით მიიღება. გამარჯვებული პროექტები კი 24 აპრილს სამინისტროს ვებ გვერდზე გამოქვეყნდება.