კულტურის სახლის რეაბილიტაცია

მე-19 საუკუნის უნიკალური კულტურის სახლი, რომელიც აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანში მდებარეობს. ბოლო ათწლეულების მანძილზე შენობა სრულად გაიძარცვა. არაერთი ინფრასტრუქტურული გამოწვევის პარალელურად, კედლებზე არსებული მხატვრობის სამუდამოდ გაქრობის საშიშროებაც იდგა. 2016 წლიდან მარნის კულტურის სახლს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა და სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

რა გაკეთდა და როგორია ძეგლის ახალი სიცოცხლე  – ნახეთ ნატალია ბერულავასა და მურად ფარცვანიას რეპორტაჟში.