თინათინ რუხაძე იტალიის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, წმინდა საყდრის კულტურისა და განათლების დიკასტერიის პრეფექტს, კარდინალ ჟოზე ტოლენტინო დე მენდონსას შეხვდა. საუბარი შეეხო კულტურის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობის მეტად გაძლიერების საკითხს, მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის, საბიბლიოთეკო, სამუზეუმო და ლიტერატურის მიმართულებით. კულტურის მინისტრმა წმინდა საყდრის კულტურისა და განათლების დიკასტერიის პრეფექტს, კათოლიკური ეკლესიის საიუბილეო წელი მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის პატივია სახელმწიფო კამერული გუნდების მონაწილეობა, საიუბილეო წელთან დაკავშირებით ორგანიზებულ ღონისძიებებში.