კულტურის მინისტრის სამუშაო ვიზიტი იტალიაში
კულტურის მინისტრი, იტალიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ფლორენციის მაქს პლანკის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის დირექტორს შეხვდა. ის გელათის რეაბილიტაციის დროებით კომიტეტში საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელობს.
თინათინ რუხაძე ფლორენციის სან ჯოვანის ბაპტისტერიუმში მიმდინარე საკონსერვაციო სამუშაოებს გაეცნო. ამ პროექტს, პროფესორ რობერტო ნარდის ხელმძღვანელობით, სპეციალისტების ის ჯგუფი ახორციელებს, რომელიც გელათის მოზაიკის კონსერვაციაზე მუშაობს.