დავით დოიაშვილის გათავისუფლების საკითხს ეხმაურება კულტურის მინისტრის მოადგილე. ბექა დავითულიანის განმარტებით, სამინისტროს მხრიდან „არაერთგზის გაფრთხილების“ მიუხედავად, თეატრის ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ვალდებულებას არ ასრულებდა, ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების განმავლობაში შეჩერებული იყო. მისივე თქმით, მოვალეობების შესრულების შემთხვევაში მსგავსი შედეგი არ დადგებოდა.