კულტურის მინისტრი სტაჟირების პროგრამით შერჩეულ ახალგაზრდებს შეხვდა

15:33, 06.10.2026

საქართველოს კულტურის მინისტრმა პრემიერის მიერ ინიცირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით შერჩეულ ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა. საქართველოს კულტურის სამინისტროს ცნობით, სამთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, სამინისტროს ცენტრალურ აპარატში 20 ახალგაზრდა დასაქმდა, რომელიც სამინისტროს საქმიანობის სპეციფიკას გაეცნობა და პროფესიული გამოცდილების მიღებას შეძლებენ. ახალგაზრდები საქართველოს კულტურის სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტში გაივლიან სტაჟირებას.

მსგავსი