კულტურის მინისტრი სიღნაღის ეთნოგრაფიულ მუზეუმში იმყოფებოდა

18:48, 27.10.2026

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე, სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმში საქმიანობის ანგარიშს და არსებულ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო  – ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მინისტრს მუზეუმის საქმიანობის ანგარიში და არსებული საჭიროებები, მუზეუმის დირექტორმა, მარიამ ინანაშვილმა გააცნო. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ინფრასტრუქტურულ საკითხებზე და მათი გადაჭრის გზებზე. 2027 წელი სიღნაღის მუზეუმისთვის საიუბილეოა – მუზეუმს დაარსებიდან 80 წელი, საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან შეერთებიდან კი 20 წელი უსრულდება. საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით დაგეგმილია კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებების მომზადება, რომლებიც მუზეუმის ისტორიის, კოლექციებისა და საქმიანობის პოპულარიზაციას დაეთმობა.

მსგავსი