კულტურის მინისტრი ლადო მესხიშვილის თეატრში იმყოფებოდა

18:40, 06.11.2026

კულტურის მინისტრი ქუთაისში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ლადო მესხიშვილის თეატრში იმყოფებოდა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით არსებულ ვითარებას გაეცნო.

შენობა ავარიულ მდგომარეობაშია და მასშტაბურ რეაბილიტაციას საჭიროებს. მინისტრმა ასევე დაათვალიერა ქუთაისის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში მიმდინარე რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები და ქუთაისის თოჯინების თეატრის ახლად რეაბილიტირებული შენობა. მაია ბითაძემ თეატრების ხელმძღვანელი პირებისგან შემოქმედებითი კუთხით არსებული გეგმების შესახებ ინფორმაციაც მოისმინა.

მსგავსი