კულტურის მინისტრი კახეთში 

21:55, 26.10.2026

კახეთის თეატრი, სამუსიკო სასწავლებელი, ქალაქის ისტორიული მუზეუმი და სტიქიის შედეგად დაზიანებული ალავერდის სამონასტრო კომპლექსი.

რეგიონის კულტურის ინფრასტრუქტურას და ადგილზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს კულტურის ახალი მინისტრი პირადად გაეცნო. კახეთში ვიზიტი ფარგლებში მაია ბითაძე სახელოვნებო თუ სხვა სივრცეების წარმომადგენლებს გაესაუბრა და გამოწვევების და მიმდინარე სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაციაც მიიღო. დაანონსდა სიახლეებიც. უახლოეს მომავალში რამდენიმე კულტურული ობიექტის რეაბილიტაცია და განახლება იგეგმება. პარალელურად სამონასტრო კომპლექსის სრულად აღსადგენად ალავერდში სამუშაოები აქტიურად გრძელდება.

 

მსგავსი