კულტურის მინისტრი გურჯაანის თოჯინების თეატრში

15:43, 27.10.2026

კულტურის მინისტრი გურჯაანის თოჯინების თეატრში იმყოფებოდა. მაია ბითაძემ თეატრის შენობა დაათვალიერა და საჭიროებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო, ასევე შემოქმედებითი საქმიანობის მიმართულებით არსებულ გეგმებს გაეცნო. გურჯაანის თოჯინების თეატრი საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანებაშია. გაერთიანებაში არიან თბილისის, ქუთაისის, ახალციხისა და ბორჯომის თოჯინების სახელმწიფო თეატრებიც. გაერთიანების ფორმატი თეატრების შემოქმედებითი თანამშრომლობის გაძლიერებას და ერთობლივი პროექტების განხორციელებას უწყობს ხელს.

მსგავსი