კულტურის მინისტრი გიორგი ერისთავის სახელობის თეატრს სტუმრობდა
გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში იმყოფებიდა კულტურის მინისტრი.
თეატრის ხელმძღვანელობამ არსებული ვითარების, საჭიროებებისა და გეგმების შესახებ მიაწოდეს მას ინფორმაცია. თეატრის შენობა უნიკალური კომპლექსია, რომელიც ავარიულ მდგომარეობაშია და გადაუდებელი მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას საჭიროებს. მინისტრთან ერთად თეატრში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.