კულტურის მინისტრი გელათის სამონასტრო კომპლექსში 

21:55, 05.11.2026

საქართველოს კულტურის მინისტრი გელათის მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე არსებული ვითარების შესახებ  მინისტრს დეტალური ინფორმაცია, გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამა კირიონმა მიაწოდა.   პირველადი გადაუდებელი საკონსერვაციო სამუშაოები დასრულებულია.  თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობს ტაძრის სტრუქტურებისა და გარემო პირობების მუდმივი მონიტორინგი. კულტურის მინისტრის განცხადებით, საპატრიარქოს, სახელმწიფოს, საერთაშორისო ექსპერტებისა და ქართველი სპეციალისტების ერთობლივი მუშაობის შედეგად, გელათის მთავარი ტაძრის მდგომარეობა სტაბილურია.

მსგავსი