კულტურის მემკვიდრეობის დაცვის პროექტი

უნიკალური მუსიკალური მემკვიდრეობა ციფრულ მატარებლებზე გადადის. კონსერვატორიაში დაცული ისტორიული მნიშვნელობის ჩანაწერები თანამედროვე მოწყობილობების დახმარებით გაციფრულდება. თითქმის საუკუნოვანი ისტორიის მქონე ფირები, რომლებზეც ქართული ფოლკლორის უნიკალური ნიმუშებია ჩაწერილი, ახლა უმძიმეს მდგომარეობაშია, ამიტომ ჩანაწერების გადასარჩენად ფირების ციფრულ ფორმატში​ გადაყვანა აუცილებელი იყო.

საბოლოოდ ქართველი ეთნო-მუსიკისმცოდნეთა მიერ წლების განმავლობაში შეგროვებული ჩანაწერებისთვის ელექტრონული კატალოგი შეიქმნება და საზოგადოებისთვის მარტივად ხელმისაწვდომი გახდება.

პროექტი საქართველოში ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.