კულტურათაშორისი დიალოგის VII მსოფლიო ფორუმი 

15:33, 28.10.2026

აზერბაიჯანში კულტურათაშორისი დიალოგის VII მსოფლიო ფორუმი გაიმართა. წლევანდელი დისკუსიის თემა იყო „დიალოგი საერთო მომავლისთვის: ხიდების მშენებლობა დაყოფილ სამყაროში“. გიულისტანის სასახლეში გამართულ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე ნათია შამათავა. სხდომის მონაწილეებმა იმსჯელეს ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში მთავრობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის კულტურათაშორისი დიალოგის, სტრატეგიული თანამშრომლობისა და კოორდინაციის გაძლიერებაზე. ფორუმი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გახსნა.

მსგავსი