კულტურა პანდემიის პირობებში

ქართული კულტურა კოვიდპანდემიის პირობებეში. თითქმის ერთი წელია, ქვეყანაში მასშტაბური ღონისძიებები აღარ გამართულა. ნაწილი გადაიდო, ნაწილი საერთოდ გაუქმდა, ნაწილს კი, ახალ რეალობაზე მორგება მოუწია და ვირტუალურ სივრცეში გადაინაცვლა. ევროპის მასშტაბით  საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც პანდემიის დროს ორი ახალი მუზეუმი გაიხსნა. თუმცა, საერთო ჯამში, პანდემიამ კულტურის სფეროს დიდი დარტყმა მიაყენა.