კულინარიული ფესტივალი საქართველოში

საქართველოში გასტრონომიული ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ახალი პროექტი დაიწყო, რომელიც ყოველწლიური გახდება და ფესტივალის სახეს მიიღებს.

მსოფლიოში ცნობილ მზარეულებთან ერთად საქართველოს ღვინის ტურიზმისა და კულინარიის თემატიკაზე მომუშავე საერთაშორისო ჟურნალისტები და ბლოგერები ესტუმრნენ. სპეციალურად მოწყობილ ტურში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული 4 შეფ-მზარეული მონაწილეობს. ტურის ფარგლებში გაიმართა გალა ვახშამი, რომელსაც ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ. გალა ვახშმისთვის ცნობილმა უცხოელმა მზარეულებმა მასტერკლასები ჩაატარეს და სპეციალური კერძები მოამზადეს.