კრწანისობა – სახალხო დღესასწაული თბილისში

15:25, 24.09.2022

თბილისში კრწანისობას აღნიშნავენ. ღონისძიებაზე სტუმრებმა მეფე ერეკლე II-ისა და კრწანისის ბრძოლის შესახებ ლექციები მოისმინეს და ძველი, ქართულ-კავკასიური საბრძოლო იარაღი და ქართული სამოსი დაათვალიერეს. სასულიერო პირებმა კი დღესასწაულზე კრწანისის ბრძოლაში დაღუპულთა სულის სავედრებელი პარაკლისიც აღავლინეს. ღონისძიებას თბილისის მერი და კრწანისის რაიონის გამგებელი დაესწრნენ.

მსგავსი