„კრწანისობა 2019“

300 არაგველის სახელობის სკვერში „კრწანისობა 2019“ გაიმართა.

მემორიალთან კრწანისის ბრძოლაში დაღუპულთა სავედრებელი პარაკლისი აღევლინა, რის შემდეგაც ღონისძიების შემოქმედებითი ნაწილი გაიმართა. ფოლკლორულმა ანსამბლებმა, მსახიობებმა და მომღერლებმა მაყურებელს საბრძოლო ხელოვნების შოუ წარუდგინეს. ამასთან, დღეს კრწანისის ბრძოლაში დაღუპული წმინდანების ხსენების დღეა.